აპრილი 16 2022

რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის 51-ე დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში, აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ საუბრობს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე, 918 სხვადასხვა მასშტაბის დასახლება რუსი ჯარებისგან თავისუფალია.

,,იმ ადგილებსა და რაიონებში, სადაც ოკუპანტები განდევნეს, ნორმალური ცხოვრების აღდგენა გრძელდება. სამუშაოს მოცულობა მართლაც დიდია. 918 სხვადასხვა მასშტაბის, მაგრამ ჩვენთვის, უკრაინისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი დასახლება დეოკუპირებულია. ჩვენ ვახორციელებთ განაღმვით სამუშაოებს, აღვადგენთ ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ, პოლიციის, ფოსტის, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას აღვადგენთ. 338 გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, ჰუმანიტარულმა შტაბმა მუშაობა დაიწყო. ჩვენ ვაგრძელებთ რეგულარული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობას იქ, სადაც ეს მართლაც შესაძლებელია. გზებისა და რკინიგზის აღდგენა დაიწყო", - განაცხადა ზელენსკიმ

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ დროისთვის, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

,,ჩვენი ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ვითარება ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა, შორს არის აღდგენაზე საუბარი. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რაიონებში, რუსი სამხედროები, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.


აპრილი 16 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 912 PCR ტესტით.


აპრილი 16 2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.


აპრილი 16 2022

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დროს შალვა პაპუაშვილი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.


აპრილი 16 2022

პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაისიდან პურის ფასი გადაიხედება და დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება.


აპრილი 15 2022

დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება, გამიზნულია მისი ხალხისთვის, თუმცა უკრაინას ასევე სჭირდება იარაღი, რომლითაც უნდა იბრძოლოს. მადლობელი ვართ, რომ ომის 50-ე დღეს უკრაინა მიეწოდება მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება, რომელიც ჩვენს სამხედროებს ასე სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის დასახმარებლად American Chamber of Commerce in Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა.


აპრილი 15 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "მსოფლიოს ყველა ქვეყანა" მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ოფისიდან CNN-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ პუტინს შეუძლია მიმართოს ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს, რადგან ის არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.

„არა მხოლოდ მე - მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იყოს სიმართლეც. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე, არაფერია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ არ შეგვეშინდეს, არ შეგვეშინდეს, მაგრამ ვიყოთ მზად. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, არამედ მთელი მსოფლიოსი", - განაცხადა ზელენსკიმ.


აპრილი 15 2022

საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.


აპრილი 15 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.

დელეგაციის წევრების განცხადებით, უკრაინაში მიდიან, რათა უკრაინელ მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან, ხოლო ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ წევრები უკრაინაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ წავიდოდნენ.


აპრილი 15 2022

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.


გვერდი 580 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.