December 22, 2025

აპრილი 08 2022

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუჩაში ვიზიტს ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.ლაიენის თქმით, მისი კიევში ვიზიტის მიზეზი, უკრაინელი ხალხის მიმართ გვერდით დგომის გამოხატვაა.


აპრილი 08 2022

მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ-ს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობას გულისხმობს. მათ შორის, დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოსკოლების“ საქართველოს საჯარო სკოლებში დანერგვასა და ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას.

ხელმოწერის ღონისძიებაზე თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – წარმომადგენლობას სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით მოზარდებში სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საერთო მიზნისკენ – აღვზარდოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე თაობა. აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ეკოსკოლები“ ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებში თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ თემას და შესაბამის აქტივობებს ახორციელებს. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არჩეული თემის მიმართულებით შვიდივე საფეხურს დაასრულებს, მას „მწვანე დროშის“ მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა.

საბოლოოდ, სკოლას სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს და შესაბამის ჯილდოს გადასცემს. მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე დროშის“ მოპოვება დაჯილდოებული სკოლების მსოფლიო რუკაზე განთავსებას გულისხმობს, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის. „ეკოსკოლა“ საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც, სკოლებში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრ 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


აპრილი 08 2022

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ქუჩებისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.


აპრილი 08 2022

იაპონიის მთავრობა, UNDP და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ.


აპრილი 08 2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში, "იმპერიული და გლობალური კვლევების განვითარება," რომელიც 26-27 აპრილს თბილისში ჩატარდება.


აპრილი 08 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი რელიგიური გაერთიანებ


აპრილი 08 2022

რას ჰქვია უკრაინა დაიჩაგრა?! ანუ უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?! - ღარიბაშვილს ისტორიის წიგნი უკუღმა აქვს წაკითხული, ან საერთოდ არ იცის რა არის ისტორია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელიც უკრაინაში იმყოფება.


აპრილი 08 2022

ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული. ვერ დავუშვებთ, რომ მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული,


აპრილი 07 2022

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.


აპრილი 07 2022

ავსტრალიამ დღეს ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელიც 67 რუს ოფიციალურ პირს ეხება.


გვერდი 576 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.