ლაღიძის ქუჩაზე 3 ადამიანი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, დღეს ამ ქუჩაზე სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქების ხმაც.
ამ ეტაპზე უცნობია, დანაშაულში მხოლოდ დაჭრილი ადამიანები ფიგურირებენ თუ იყო დამნაშავე, რომელიც ჯერ დაუდგენელია.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი ან სხვა საბრძოლო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება). ამ ეტაპზე არ არის ცნობილი დააკავეს თუ არა ვინმე, ათეულობით პოლიციელი ისევ ლაღიძის ქუჩაზეა და გამოძებისთვის საჭირო მტკიცებულებებს აგროვებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ლაღიძისი ქუჩაზე აფეთქების ხმა დაახლოებით 11:30 საათისთვის ისმოდა.
"რაღაც აფეთქდა და რა აფეთქდა არ ვიცით. დაჭრილი იყო, სისხლში იყო სულ", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
