ოქტომბერი 16 2022

ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან ახლახან ჩასულმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში საკუთარი სახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსახლება დაიწყეს.


ოქტომბერი 16 2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმა პირმა, რომლებსაც უწყება დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეებად მოიხსენიებს, ბელგოროდის რეგიონში სამხედრო პოლიგონზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს ტერაქტი უწოდა.


ოქტომბერი 15 2022

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


ოქტომბერი 15 2022

თურქეთის ჩრდილოეთით, ბარტინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა.


ოქტომბერი 15 2022

დღეს მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს. 


ოქტომბერი 13 2022

“რუსეთის ფედერალური სამსახურის განცხადებას, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები უკვე გამოეხმაურნენ ქვეყნები, რომელბიც თითქოსდა ე.წ. ტერიორისტულ აქტში მონაწილეობდნენ. საქართველომ, ბულგარეთმა და უკრიანამ უარყო რუსეთის ბრალდებები. რუსული მედიის ინფორმაციით, 12 მონაწილე უკვე იდენფიცირებულია.


ოქტომბერი 13 2022

“G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს “პასუხი მოეთხოვება” და აცხადებენ, რომ ქვეყანას ყველა სახის დახმარებას იმდენ ხანს გაუწევენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.


ოქტომბერი 13 2022

უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმის შემთხვევაში რუსეთის არმია განადგურდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.


ოქტომბერი 13 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამძიმარს უცხადებს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით გარდაცვლილი 13 წლის გოგოს ოჯახს. მან ამის შესახებ განცხადება "ფეისბუკზე" დაწერა.


ოქტომბერი 12 2022

რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან საქართველოს კავშირის შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.


გვერდი 526 სულ 989
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.