უკრაინის ქალაქ სოლედარში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, ვითარება კრიტიკულია
უკრაინული და რუსული მხარეები უკრაინის ქალაქ სოლედარში არსებული მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი წერს, რომ ქალაქი დაიკავეს რუსმა სამხედროებმა და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს, თუმცა იქვე პრიგოჟინი ამბობს, რომ ბრძოლები გრძელდება.
თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, ამასთან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა.
ტელეკომპანია „სიენენი“ სოლედარში მყოფ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში სიტუაცია კრიტიკულია და შენობებზე კონტროლი ხელიდან ხელში გადადის.
სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, სოლედარის დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინელებს შესაძლოა, გაუჭირდეთ ქალაქ ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე რამდენიმე თვეა, უტევენ.
სიახლეები
- ,,უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს"- ფიცო
- თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამაკაცის ვინაობა ცნობილია
- 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
