„ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს"- ბექა დავითულიანი
თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ მისი გავრცელებული ჩანაწერია, ჩვენ ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რთული მდგომარეობაა.
„ბრალს გვდებენ, რომ ამ ჩანაწერთან კავშირი ხელისუფლებას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი, ისევე, როგორც მე, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვემხრობით, თუმცა ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია. თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მთელ ქვეყანას და საკუთარი პარტიის წევრებს იწერდნენ, უქვეყნებდნენ, აშანტაჟებნენ და ა.შ. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს. ჩვენ მეტი ინტერესი ამ პროცესის მიმართ არ გაგვაჩნია“, – განაცხადა დავითულიანმა.
სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
