მარტი 09 2023

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.


მარტი 08 2023

სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძის სული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ფარისეველია, ხოლო ე.წ. აგენტების კანონი არა რუსული, არამედ ამერიკულია, რომელიც მოყვანილია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

 

„მთავარი არის სიმართლე, სიმართლე არის ის, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ამერიკული კანონი და ისიც შესაბამისობაში მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი! საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ა.შ. ეს არის მათი მეთოდები, აქედან ჩანს, რომ როცა ეს ადამიანები, რადიკალები, „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ „ბოლშევიკური“ და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო არის სახელმწიფო”, - განაცხადა კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, დღეს, ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია იმისათვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას.

 

"მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა, რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - დღეს, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს", - აღნიშნა კობახიძემ.


მარტი 08 2023

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, წერია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მარტი 08 2023

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 7 მარტის ღამეს თბილისში განვითარებული მოვლენები ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის "უსიამოვნო სანახავი" იყო. ამ სიტყვებით დაიწყო მან ბრიფინგი პარტიაში და ისაუბრა აქციაზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად გაიმართა პარლამენტთან.


მარტი 08 2023

წუხელ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 66 დემონსტრანტი დააკავა. მათ შორის იყო პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მარტი 06 2023

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.


მარტი 06 2023

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


თებერვალი 26 2023

თევზი ბერვად უფრო ადვილად მოსანელებლი საკვებია, ვირდე ხოცრი; თევზის შემადგენლობაში შემავალ ცილებსა და ცხიმებს კაგრად ითვისებს ადამიაინის ორგანიზი.


თებერვალი 15 2023

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ­მა და­მან­გრე­ველ­მა მი­წისძვრამ ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას.


თებერვალი 15 2023

რა წესებით გვაიძულებენ თამაშს?! კორუფციის, ტყუილის, ბინძური ინტერესების ჭაობში გვეპატიჟებიან?! უნდათ რომ მათთან ერთად გავიხრწნათ და ჩავიძიროთ?!


გვერდი 486 სულ 989
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.