მარტი 25 2023

იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.


მარტი 24 2023

საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თბილისში ვიზიტის მთავარი გზავნილია ის, რომ გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას.


მარტი 24 2023

საფრანგეთში გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. პროფკავშირის ინფორმაციით, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, აქციებში მონაწილეობდა 3.5 მილიონი ადამიანი. შსს-ს ცნობით, დემონსტრანტების რიცხვი 1 მილიონს აჭარბებდა.


მარტი 22 2023

ე.წ. განდეგილები, „ოცნების“ რადიკალური ნაწილი ზის ჩვენს უკან, „გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს - თავმჯდომარეს მივმართე წერილით, სთხოვოს მათ, სხვაგან გადასხდნენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.


მარტი 21 2023

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მარტი 21 2023

ქალბატონი ანა (ნაცვლიშვილი) ბოლო ხანებია ჩვენი დროის ციციკორედ ჩამოყალიბდა - რაღაც თავის პედესტალს დადგამს, შემდეგ დადგება და უაპელაციოდ ყველას ლანძღავს - არ ვიცი, ეს რა ფასონი და რა სინდრომია, - აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.


მარტი 21 2023

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემაზე ამბობს, რომ კონკრეტული პირების დამნაშავედ ცნობა სასამართლოს საქმეა და "დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას". ამის შესახებ მან დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა.


მარტი 21 2023

დაზუსტდება ყველაფერი, რასაც ითხოვს ვენეციის კომისია და ამის შემდეგ ოფიციალური სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იქნას იდენტიფიცირებული ოლიგარქად - ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მარტი 21 2023

ბოლშევიკური „ტროიკა“ პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადის და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.


მარტი 20 2023

გაეროს გლობალური მდგრადი განვითარების ორგანიზაციამ მსოფლიოს ქვეყნებში ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.


გვერდი 483 სულ 989
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.