მარტი 14 2023

“საქართველოში 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების, საპროტესტო აქციების და მმართველი პარტიის მხრიდან კანონმდებლობის უკან გაწვევის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დეპუტატს “ქართული ოცნების” დატოვება სურს. ანალიტიკოსები ამ სცენარს რეალურად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ ამის შედეგად საპარლამენტო უმრავლესობის არსებობაც კითხვის ქვეშ დადგეს.


მარტი 14 2023

“ქართული ოცნების” უკან დახევის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს, თუმცა, სანამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ ჩემი ვერსია, თუ რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას ე.წ. აგენტების კანონი.


მარტი 14 2023

“წინა ინტერვიუში გითხარით, რომ ეს კანონპროექტი ვერ გავიდოდა. პროცესების მთლად ასე დრამატულად განვითარებას შეიძლება არ ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დაკანონდებოდა, რაც ასეც მოხდა.


მარტი 13 2023

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 7-9 მარტის აქციებზე მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული შეფასების მიხედვით, ამ დღეებში იყო შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალურ საშუალებებს სრულიად უსაფუძვლოდ იყენებდნენ. დეტალებზე იოსელიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


მარტი 11 2023

ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია - ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა?! - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი განმარტებით, ადამიანების იძულებით ჯარში გაწვევა, არ შეიძლება იყოს ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული.

 

„ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს! არა მონობას, სადაც ადამიანებს იძულებით უფასოდ ამუშავებენ „ვიშკაზე“ და შლაგბაუმის გამღებად, ყარაულებად. აი, ამას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმა. ზოგადად ის, რომ ჯარისკაცის გვერდზე თანაბარ მდგომარეობაში დეზერტირობაზე მეოცნებეს ამყოფებ, ეს არ შეიძლება იყოს ჯარის პატივისცემა. ადამიანს არ უნდა გაუხადო საქმე ისე, რომ დეზერტირობაზე ოცნებობდეს იმიტომ, რომ ჯარში ძალით მიგყავს. ამ ქვეყანაში საკმარისად არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ და ოცნებობენ ჯარისკაცობაზე, ჩვენ იმათ შევუქმნათ პირობები და არავის ჯარში წაყვანა არ მოგვიწევს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


მარტი 11 2023

მარხვის დროს ბევრი მკაცრი წესი უნდა დაიცვათ. ყველაზე რთული არის მენიუდან ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტების გამორიცხვა. ერთი შეხედვით სამარხვო კერძები შეიძლება გემრიელი არ იყოს, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა.


მარტი 11 2023

“ბახმუტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, რუსულ ძალებს გზა გაეხსნებათ აღმოსავლეთ უკრაინის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების დასაპყრობად”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა.


მარტი 09 2023

უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა" არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩი ბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.


მარტი 09 2023

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, რადგან რუსეთის ლიდერის ნდობა არ შეიძლება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.


მარტი 09 2023

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი.


გვერდი 485 სულ 989
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.