December 24, 2025

აპრილი 11 2023

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს ახალი „თავდაცვის კოდექსის" კანონპროექტი.


აპრილი 10 2023

კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.


აპრილი 10 2023

სამართლიანობის აღდგენის იდეით მოსული „ქართული ოცნება“ დასანქცირებული ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის ძმაკაცი გახდა - ამაზე დიდი უბედურება და უარესი, რა შეიძლება დამართოდა ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს?! - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


აპრილი 10 2023

აღდგომის ღამეს თბილისში მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.


აპრილი 10 2023

„ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი გახლეჩილია, ეს გუშინდელ აქციაზე ჩანდა. სიმწირე იყო როგორც ლიდერების, ასევე მხარდამჭერების, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.


აპრილი 08 2023

“ნიუ-იორკის სასამართლოში გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში დაბრუნდა. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვინც საბრალდებო სკამე დასვეს, მას ბრალი 34 მუხლით წაუყენეს, თუმცა არცერთს არ აღიარებს და აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.


აპრილი 08 2023

“9 აპრილს ენმ-ს ორგანიზებით რუსთაველზე აქცია გაიმართება, მანამდე კი პარტიამ ახალი წევრები წარადგინა - ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით შესაძლოა აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს, რადგან სურვილი სხვა ოპოიციურმა პარტიებმაც და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც გამოხატეს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ პარტია “რადიკალურ გზაზე გადავიდა” და ახლა საკუთარი ძალების მოსინჯვას ცდილობენ.


აპრილი 07 2023

“თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას თუ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ვის აფინანსებს კეზერაშვილი, და რამდენად სუფთაა მისი ფინანსები, ამაზე “რეზონანსი” პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.


აპრილი 05 2023

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.


აპრილი 05 2023

იერუსალიმში, ალ-აქსის მეჩეთში შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის საპოლიციო ძალებს შორის. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პალესტინელმა ახალგაზრდებმა სამართალდამცავებს პეტარდები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.


გვერდი 445 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.