სემეკი ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა ინტერნეტთაღლითებისგან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან წყლის კომპანიების სახელით მიიღონ სმს-ი.
"შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.
[ეს] შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.
კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა", - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინტერნეტთაღლითობასთან დაკავშირებით, მარეგულირებლის ცნობით, მიმდინარეობს მოკვლევაც.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
