საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომლითაც უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმების გამკაცრებაა გადაწყვეტილი. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ამ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დღეს, 5 აპრილს, დაუჭირა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა "გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს პროგრესზე".
ვერ მივხვდი საერთოდ, რა ამოცანა ჰქონდა ინტერვიუს, სავარაუდოდ იყო მცდელობა, დაეწყოთ მისი გარეცხვა, სინამდვილეში, მან ვერც გუშინ თქვა სათქმელი , - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ინტერვიუს.
"ეს ახალგაზრდა შემსრულებელია, უნდა გაირკვეს, ვინ იყო ორგანიზატორი"- კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ქმედება შეაფასა და მას კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელი უწოდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათელა (ნათია) ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია.
გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ქართველი ხალხი ხშირად და ხმამაღლა იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ვადიმ ჰუტსაიტის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს262 სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველომ სამჯერ გაზარდა ავტომობილების ექსპორტი რუსეთში. გარდა ამისა, სომხეთში,ყირგიზეთსა და ყაზახეთში მიწოდება რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ იქ ექსპორტირებული მანქანები მაინც რუსეთში ხვდება, აცხადებენ ანალიტიკოსები რუსულ კომერსანტთან ინტერვიუში.
