პარლამენტში საშემოდგომო სესია შოვში დაღუპულთა სხოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო
საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებამდე შოვში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანას 3 აგვისტოს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.
„ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენთვის ყველაზე საყვარელ და სამოთხესთან გაიგივებულ კუთხეში მოხდა უდიდესი სტიქია, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე წაიღო, მათ შორის ბავშვების და ქალების. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, აქ სიტყვები ალბათ ზედმეტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში 31 დაღუპულის ცხედარი იპოვეს, ორ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
