ივნისი 03 2023

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.


ივნისი 03 2023

აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელსაც სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ავრცელებს.


ივნისი 03 2023

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


ივნისი 02 2023

კონტრშეტევა კინო არ არის, მიჭირს გითხრათ, თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ივნისი 02 2023

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “შეწყალება-არშეწყალება” არ არის ის საკითხი, რაც ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს შეცვლის.


ივნისი 02 2023

რა უჭირს სააკაშვილს, კლინიკაშია, ციხეში ხომ არ არის? რა უნდა ქნან, „დისკოტეკაზე“ ხომ არ წაიყვანენ? რა ჰუმანური პირობები უნდა შეუქმნან, საავადმყოფოში წევს და 9 ადამიანი ევლება თავს, ადექი და შეჭამე, ცოტა ღირსეულად მოიქეცი!, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.


ივნისი 02 2023

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არგუმენტები, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ მოისმინა, უპასუხისმგებლოა.


ივნისი 02 2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 2 ივნისს, 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამით ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს.


ივნისი 02 2023

ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცადებაში წერს.


ივნისი 02 2023

შვეიცარიის პარლამენტმა - ნაციონალურმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მესამე ქვეყნების მიერ, მათ განკარგულებაში არსებული შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემას. უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტის მიერ მომზადებულ, Lex Ukraine-ის სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა უმეტესობამ, 98-მა დეპუტატმა. თანახმა იყო 75, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.


გვერდი 441 სულ 968
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.