სექტემბერი 13 2023

მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


სექტემბერი 13 2023

საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პუტინისტურ ტალღაზე დაყენება უნდათ, რომ „დასავლეთმა მიგვატოვა და სხვა გზა არ გვაქვს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, თბილისის მერის, კახა კალაძის ნატო-ზე გაკეთებულ განცხადებას.


სექტემბერი 13 2023

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს "მთავარი არხის" გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ უარი უთხრა აშშ-ს სამხედრო ბაზის აშენებაზე. ჟურნალისტებთან კომენტარში კობახიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობაა.


სექტემბერი 13 2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სექტემბერი 13 2023
ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა.

სექტემბერი 12 2023

არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი ალიანსის დადასტურებით, ზურაბიშვილი ერთობლივად გადააყენონ თანამდებობიდან, - ამის შესახებ პარლამენტში, ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.


სექტემბერი 12 2023

ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ლავის ნაკადი კრატერის ზედაპირზე ვრცელდება. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო წითელი განგაშის სიგნალი აამოქმედა.


სექტემბერი 12 2023

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენების წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ - დეპუტატი, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურისთვის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ალბათ, საზოგადოებას აუხსნის, რატომ ვერ ხედავს ღარიბაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს, - ეს განცხადება “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.


სექტემბერი 12 2023

დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებსა და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ­ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.


სექტემბერი 11 2023

რასაც საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია - ყინული დნება, რაც ძალიან დიდ, სერიოზულ პრობლემას იწვევს, - ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა.


გვერდი 418 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.