„ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ? - კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?- ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6234 ლარი გახდა.
„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა.
ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად, შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა - აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
ისე იშლება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, არამედ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ, გადავლახოთ ბარიერი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.
"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი სახელმწიფოს ხარჯებით არ გაწეულა და ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერზე სურთ იერიშის მიტანა.
ჩვენ, ოპოზიციამ, ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, [კანდიდატის სტატუსზე] საბოლოო უარი არ იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია... 9-დან 9-ვე პუნქტი შესასრულებელია და ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი... რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მან საქვეყნოდ თავი მოგვჭრა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
