February 11, 2026

დეკემბერი 22 2023

თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა 300 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში.


დეკემბერი 22 2023

გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭი უნდა ეყარა რეზოლუციისთვის, რომელიც შეეხება ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომს. (ჰამასს ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.) დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით დასავლეთის მედია იტყობინება, რომ კენჭისყრა გადაიდო და აშშ-ის სურვილით, ტექსტი შესუსტდა. უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმა ამის გამო უკმაყოფილება გამოხატეს.


დეკემბერი 22 2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას საქართველო 2024 წლის დეკემბერში იმსახურებს. თუმცა, როგორც ის ამბობს, ეს პოლიტიკური საკითხია და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედს გამოთქვამს.


დეკემბერი 22 2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 36 ათასი ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელიც კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანას ცდილობდა.


დეკემბერი 22 2023

გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს ღაზის სექტორში საკვებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გამო.


დეკემბერი 21 2023

საქართველოს საელჩო ჩეხეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.


დეკემბერი 21 2023

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ცენტრალურ ღაზაში ოპერაციებს აფართვოებენ.


დეკემბერი 21 2023

მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება - გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნის შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ისინი მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვენ.


დეკემბერი 21 2023

უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განუცხადა ტელეკომპანია WELT TV-ს, გამოცემებს, Bild-სა და Politico-ს


დეკემბერი 21 2023

მიხეილ სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ, [მის ციხეში გადაყვანაზე] შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის „საქართველოსთვის“ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში გადაიყვანონ.


გვერდი 397 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.