February 11, 2026

იანვარი 15 2024

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50.


იანვარი 15 2024

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა.


იანვარი 15 2024

ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.


იანვარი 15 2024

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


იანვარი 15 2024

900   გრამი ქათმის ფილე

 
1   ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
 
1   ცალი ყვითელი ბულგარული
 
1   თავი ხახვი
 
3   ს/კ ზეითუნის ზეთი
 
1   ს/კ ლიმონის წვენი
 
1⁄2  ჩ/კ დაფქული ჩილი
 
1   ჩ/კ დაფქული ძირა
 
მწიკვი კაიენის წიწაკა
 
1⁄2  ჩ/კ მარილი
 
1⁄2  ჩ/კ შავი პილპილი
 
2   კბილი დაკეპილი ნიორი
 
ტორტილა მისართმევად
 
მომზადების წესები

1

ზოლებად დაჭრილი ქათამი ცელოფნის პარკში (შესაკრავი თავით) მოათავსეთ. მეორე ასეთივე პარკში მოათავსეთ წვრილ ზოლებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე ან ყვითელი). ქილაში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ჩილი, ძირა, კაიენის წიწაკა, მარილი, პილპილი და ნიორი. თავსახური კარგად მოუჭირეთ და შეანჯღრიეთ.

2

მიღებული ნაზავის 1/3 ნაწილი ქათმის ხორცს მოასხით, 1/3 ნაწილი ბოსტნეულს და ნარჩენილი მესამედი გადაინახეთ. პარკები კარგად შეკარით და მაცივარში სულ მცირე ერთი საათით მოათავსეთ.

3

როცა შესაწვავად მზად იქნება, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ დიდი ტაფა. ბოსტნეულის მარინადი პარკიდან ტაფაზე გადმოასხით და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. ბოსტნეული ტაფიდან თეფშზე გადაიტანეთ და ამავე ტაფაზე ქათმის ხორცი მოათავსეთ. როცა ქათამი შეიწვება, ბოსტნეული ტაფაში ჩააბრუნეთ და დაუმატეთ გადანახული მარინადის მესამედი. გამორთეთ გაზქურა.

4

მექსიკელები ფახიტასს ტორტილათი (შესაძლებელია ბებოს ლავაშით ჩანაცვლება) მიირთმევენ. თუმცა, ჩვეულებრივ, მის გარეშეც ისეთივე გემრიელია 

წყარო: კულინარია

 

იანვარი 11 2024

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზების დაშვება არ შეიძლება, რადგან ეს სარგებელს მოუტანს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში.


იანვარი 11 2024

რელიგიური შენობა ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც რეალურად არავის სჭირდება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


იანვარი 09 2024

ევროპის კომისიამ Google-ს, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, თავიანთი მასალები საინფორმაციო აგრეგატორებში სამთავრობო მედიასაშუალებებზე უფრო წინ წაწიონ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.


იანვარი 09 2024

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 იანვარს ქვეყნის ახალ პრემიერ- მინისტრად განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა.


იანვარი 09 2024

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა Tages-Anzeiger-ი დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


გვერდი 393 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.