საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში გაასაღა 16 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლებიც მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები და მხილების მიზნით, მიმდინარეობს ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა.
შრომის ინსპექციამ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე 354 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა, საიდანაც 47 კლინიკაში მინიმალურ ზღვარზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურების გაცემა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16-ს.
„სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გაცემის ზედამხედველობის მიზნით, 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე განხორციელდა 354 სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირება, რომლის შედეგად 47 კლინიკაში გამოვლინდა საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი"-ს 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევა. რაც შეეხება, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციას, მოგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სახდელის სახედ ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16 სამედიცინო დაწესებულებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების შესახებ კანონპროექტის სენატში დაბლოკვას ეხმაურება და „რესპუბლიკელი“ სენატორების მოთხოვნას პოლიტიკურ შანტაჟად აფასებს.
„კონგრესში „რესპუბლიკელები“ იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესად მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. ფსონები ზედმეტად მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკის კუთხით“, - აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა მისცა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს 23 ნოემბრამდე - „ვარდების რევოლუციის“ მეოცე წლისთავამდე მანიფესტის შექმნას და ხელმოწერას სთავაზობს.
„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ცვლილებები შეიტანა.
მართალია, რიგითი მოქალაქეების რწმენაზე, რომ ჩვენ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა პირადად მე მეკისრება, თუმცა არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას, იმ დროს მე შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ამ ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებზე არსებული ჯარიმების ოდენობები შესაძლოა, გაიზარდოს. შესაბამისი ცვლილებები – „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, ისრაელის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა 2 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
ჩემზე არავინ არ ახდენს ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
