ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთვება
ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებული ინფორმაციით, ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი.
ბაკურიანში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართული არიან სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნავს, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
