February 11, 2026

იანვარი 24 2024
 
1   ცალი ქათმის ფილე
 
250   გრამი ისპანახი
 
80   გრამი ფეტა
 
გემოვნებით მარილი/პილპილი

 
მომზადების წესი
 

პირველ რიგში გარეცხეთ ისპანახი და დაჭერით წვრილად.

 

დაჭრილი ისპანახი მოათავსეთ ღრმა ჯამში დაუმატეთ ყველი ფეტა მარილი და პილპილი გემოვნებით კარგად აურიეთ.

 

ქათმის ფილე გაჭერით ნახევრად გადახსენით ფილე ცოტა დაბეგვეთ და შემდეგ დაუმატეთ ისპანახის მასა. ისპანახის მასა ქათმის ფილეში ისე მოათავსეთ რომ ფილეს ერთი მხარე ისპანახის მასის ზემოთ მოექცეს.

 

მოათავსეთ ფილე საცხობ ფორმაზე თავზე მოაყარეთ მარილი და პილპილი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

 

გემრიელად მიირთვით.

 

 

წყარო:კულინარია


იანვარი 24 2024

უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.


იანვარი 24 2024

ზუსტად ვიცი, ვინ უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, მართლა კაბინეტ -კაბინეტ ვინ დადიოდა. ქართველ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ძირითადად, ოპოზიცია იყო, კონკრეტული სახელი და გვარები ვიცი, - ამის შესახებ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.


იანვარი 24 2024

დიდი მადლობა საზოგადოებრივი მიმართვის ყველა ინიციატორსა და დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს - კიდევ ერთხელ, ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.


იანვარი 23 2024

700   გრამი ორაგულის ფილე

 
ზეითუნის ზეთი
 
მარილი და პილპილი
 
2   ს/კ კარაქი
 
1   ს/კ დაჭრილი ოხრახუში
 
მომზადებია წესი 

 

1 წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.

 

2 ორაგულის ფილეს ორივე მხარეს ზეითუნის ზეთი მოასხურეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით გააჩერეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ ალუმინის ფოლგა და ორაგული ზედ გადაიტანეთ.

 

3 ორაგული ღუმელში შედგით და დაახლოებით 10 წუთით აცხვეთ. გამოიღეთ ღუმელიდან და წაუსვით 2 ს/კ კარაქი. თევზისათვის დამდნარი კარაქი ერთგვარი სოუსია. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად

მიირთვით.

 

წყარო: კულინარია.

 

იანვარი 23 2024

15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 23 წლის კაცს, რომელმაც არასრულწლოვანს შიშველი ფოტოების გადაღება და გაგზავნა აიძულა. გამოძიება ჩაატარა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურის წაყენებული ბრალით კი მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.


იანვარი 23 2024

ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი ადამიანების ათობით ნათესავი 22 იანვარს ისრაელის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრა და მათ გასათავისუფლებლად შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ საერთაშორისო მოწოდებებს ისრაელისადმი, რომ ომის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყოს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების თაობაზე.


იანვარი 23 2024

ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის - აცხადებს ალიანსი. ტყვია-წამლის ნაწილი უკრაინას მიეწოდება იმ ჩივილების ფონზე, რომ ტყვია-წამლის ნაკლებობა აფერხებს ამ ქვეყნის საბრძოლო ძალისხმევას იქ შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ.


იანვარი 22 2024
 
6   ცალი ბულგარული წიწაკა
 
115   გრამი კრემ-ყველი
 
2   ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი
 
4   ნაჭერი შემწვარი ბეკონი
 
1⁄2  ჩ/კ ნივრის ფხვნილი
 
1⁄2  ჭიქა გახეხილი ჩედარი
 
1   ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი
 
დაჭრილი ქინძი
 
მომზადების წესი

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანგარს მოასხით საცხობი სპრეი.

 

პატარა თასში მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი, მწვანე ხახვი, დაფშვნილი ბეკონი, ნივრის ფხვნილი, ჩედარი და ვორჩესტერის სოუსი.

 

ბულგარული წიწაკები შუაზე გაჭერით და თესლი მოაშორეთ. თითოეული ნახევარი მიღებული ნაზავით ამოავსეთ. მოათავსეთ წინასწარ გამზადებულ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი. აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10-12 წუთით, კრემ-ყველის გადნობამდე და წიწაკის დარბილებამდე.

                              

მირთმევამდე ცოტათი გააგრილეთ. მოაყარეთ დაჭრილი ქინძი. გემრიელად მიირთვით.

 

წყარო: კულინარია

 

 

 

იანვარი 22 2024

ეკლესიის მიმართ ჩვეულებრივი ტერორიზმი მიმდინარეობს - ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია.


გვერდი 390 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.