ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! პირიქით მადლობა, რომ ამერიკული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს კარგი სარჩელი წარედგინა და ამისთვის იღვწოდნენ! - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების სახელით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრები წარადგინა.
[მდინარაძეს] ვკითხე, თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მამა აფინანსებს პენსიონერი და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი, - ღარიბაშვილის ხსენების გამო [დამატოვებინეს], მაგრამ მაინც ვახსენე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა! დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! - ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ!, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, - ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირების გამო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
უწყების განცხადებით, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამით მართავს საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა, ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია „უკუღმა წაიყვანა“.
ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
„ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს“,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა გუშინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვაზეა საუბარი.
როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა „ოცნება“ ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? - ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის ეცდება, 29 აპრილი პარლამენტის შიგნით თუ გარეთ მწვავე იყოს.
