"29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად" - ხატია დეკანოიძე
29 აპრილს, ეს იქნება აქცია - „რუსული მარში“ „რუსული კანონის” დასაცავად, რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც დამოუკიდებლობის, დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლოა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ყველაზე დიდი მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ, მათ შორის, ადმინისტრაციულ რესურსს, რომ ჩამოვიდნენ და ამ მარშში მიიღონ მონაწილეობა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ეს აქციები არ არის ოპოზიციის ორგანიზებული. ეს აქციები ტარდება ყოველდღე და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის რაც უნდა, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დააპირისპირონ. ასევე, პირველ რიგში, ეს უნდა რუსეთს. მაგრამ საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არიან ძალიან აზრიანები და ჭკვიანები, ამიტომ ჩვენ, მათაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა და არ გვინდა ივანიშვილის რუსული მმართველობა, გათვითცნობიერებული გვაქვს რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ფრთხილები უნდა ვიყოთ.
ასევე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს უნდა დაპირისპირება - ეს არის ივანიშვილი.
ჩემი ინფორმაციით, აქცია იქნება ყოველდღე, ისედაც ასე ხდება და ყოველდღე დადიან ახალგაზრდები.
რაც შეეხება 29 აპრილს, ეს იქნება აქცია - „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად, რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც დამოუკიდებლობის, დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლოა. საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 9 აპრილი და დამოუკიდებლობა დაიბადა. ამიტომ, ეს არის ყველაზე დიდი მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ, მათ შორის, ადმინისტრაციულ რესურსს, რომ ჩამოვიდნენ და ამ მარშში მიიღონ მონაწილეობა”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს