ერთი დღის განმავლობაში მოსკოვში 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და იძულებით გაგზავნეს ჯარში
“მედიაზონის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მოსკოვში ერთ დღეში პოლიციამ დააკავა ორმოცდაათზე მეტი წვევამდელი, რომლებიც სამხედრო სამსახურის გადავადებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ ისინი ჯერ შემკრებ პუნქტში ჩაკეტეს, ტელეფონები და პირადი ნივთები ჩამოართვეს, შემდეგ კი ღამით მოსკოვის რეგიონის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს.
დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა მასშტაბური რეიდი მოაწყვეს წვევამდელებზე, რომლებიც გასულ კვირას, პარასკევს, 24 მაისს, სამხედრო სამსახურის კანონიერად თავიდან აცილებას ცდილობდნენ.
ყველანი მოათავსეს მოსკოვში, უგრეშსკაიას ქუჩაზე მდებარე შემკრებ პუნქტში, სადაც საღამოს წვევამდელების ათობით ოჯახი მივიდა. ბევრ მათგანს, სავარაუდოდ, თან ჰქონდა ოჯახის წევრის სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები ან დოკუმენტები სამსახურის გადავადების უფლების შესახებ. მაგრამ სამხედრო აღრიცხვის ოფისის ხელმძღვანელობამ უგულებელყო შეკრებილი ხალხის ეს მიმართვები.
ნათესავები აქამდე ვერ უკავშირდებიან წვევამდელებს, რომლებიც ღამით გადაიყვანეს სამხედრო ნაწილში. მათ პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტში კოლექტიური განცხადებები უკვე დაწერეს.
მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებულებას.
ამ ბრძანებულებით, გაწვევა უნდა მომხდარიყო 1 აპრილიდან 15 დღის განმავლობაში. დაგეგმილი იყო 150 ათასი ადამიანის გაწვევა. დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
