საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ტელეფონით ესაუბრა.
14 მაისს პარლამენტთან „აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლას და ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, დაკავების მომენტში სპეცრაზმის თანამშრომლები გრიგორიადისს აგინებდნენ და სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ საერთო განცხადებას 11 ამერიკელი სენატორი ავრცელებს.
დახურულ შეხვედრაზეც რთულია ამ თემაზე [„გლობალური ომის პარტიაზე“] საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და სახიფათო საკითხს - ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ესაუბრა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენს „გლობალური ომის პარტიის“ საკითხზე.
როგორც კობახიძემ თქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ო’ბრაიენთან ფართოდ გაშლილი მინიშნებები ჰქონდა“.
„ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ. თქვენ თუ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით, 20%-ს, ბატონ ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენსა ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით, 30%. დახურულ შეხვედრებზეც რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები გვქონდა. ო’ბრაიენთან გვქონდა ფართოდ გაშლილი მინიშნებები, დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ო’ბრაიენს გაუზიარა საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი წუხილი და განსაკუთრებით ისაუბრეს „ნეგატიურ პროცესებში გაუმჭვირვალების როლზე“.
„ყველა თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. იყო ძალიან გულწრფელი, გახსნილი საუბარი, 2.5 საათი. აბსოლუტურად ყველა წუხილი გავუზიარე იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში განვითარდა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში. განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალების როლს ამ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში. გამოვთქვი იმედი, რომ თვისებრივად შეიცვლება ეს ყველაფერი მომავალში. ყველაფერი არსებითად დამოკიდებულია სწორედ ჩვენს პარტნიორებზე, ჩვენზე - ნაკლებად. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ. ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება ურთიერთობები ორ მხარეს შორის, იქნება ეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატები, თუ საქართველო-ევროკავშირი. მთავარია მივიღოთ ღირსეული, სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ბევრი საათი, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია. ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ აცხადებენ, რომ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმზე გადადიან.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრას კვლავ არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან ქირურგიული ოპერაციის გამო ვერც მეორე მოსმენით კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. პირველი მოსმენით კი მან კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს ხმა მისცა 84-ე დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც აშშ-ში მივლინების გამო, მეორე მოსმენით გამართულ კენჭისყრას არ ესწრებოდა.
კანონპროექტის მხარდამჭერი (მესამე მოსმენით) 84 დეპუტატის სია:
- ზაზა ლომინაძე;
- დავით მათიკაშვილი;
- სამველ მანუკიანი;
- ლევან მაჭავარიანი;
- ლევან მგალობლიშვილი;
- ირაკლი მეზურნიშვილი;
- გოგი მეშველიანი;
- ირაკლი მეძმარიაშვილი;
- სავალან მირზოევი;
- გივი მიქანაძე;
- იმედა ნიკურაძე;
- ანტონ ობოლაშვილი;
- ბექა ოდიშარია;
- ანრი ოხანაშვილი;
- შალვა პაპუაშვილი;
- გელა სამხარაული;
- ნიკოლოზ სამხარაძე;
- ვიქტორ სანიკიძე;
- დავით სონღულაშვილი;
- გიორგი სოსიაშვილი;
- ალექსანდრე ტაბატაძე;
- ნოდარ ტურძელაძე;
- ირაკლი ქადაგიშვილი;
- ლევან ქარუმიძე;
- მერაბ ქვარაია;
- სალომე ქურასბედიანი;
- ალუდა ღუდუშაური;
- თენგიზ შარმანაშვილი;
- ირაკლი შატაკიშვილი;
- გიორგი ჩაკვეტაძე;
- გოდერძი ჩანქსელიანი;
- ქეთევან ჩარკვიანი;
- ვასილ ჩიგოგიძე;
- გიორგი ცაგარეიშვილი;
- ბეჟან წაქაძე;
- ნინო წილოსანი;
- ხატია წილოსანი;
- გრეტა წიწავა;
- შოთა ხაბარელი;
- გიორგი ხახუბია;
- სალომე ჯინჯოლავა;
- გიორგი ბარვენაშვილი;
- გია ბენაშვილი;
- რიმა ბერაძე;
- მაია ბითაძე;
- ანზორ ბოლქვაძე;
- ელისო ბოლქვაძე;
- მაკა ბოჭორიშვილი;
- ელგუჯა გოცირიძე;
- ბექა დავითულიანი;
- ალექსანდრე დალაქიშვილი;
- ზაურ დარგალი;
- ისკო დასენი;
- ზაალ დუგლაძე;
- გოჩა ენუქიძე;
- გია ვოლსკი;
- ირმა ზავრადაშვილი;
- ირაკლი ზარქუა;
- არჩილ თალაკვაძე;
- ედიშერ თოლორაია;
- რატი იონათამიშვილი;
- ლადო კახაძე;
- გიორგი კახიანი;
- კახა კახიშვილი;
- პაატა კვიჟინაძე;
- ბაია კვიციანი;
- ირაკლი კირცხალია;
- სუმბატ კიურეღიანი;
- ლევან კობიაშვილი;
- რესან კონცელიძე;
- მარიამ ლაშხი;
- დიმიტრი სამხარაძე.
- დავით კაჭარავა;
- გურამ მაჭარაშვილი;
- სოზარ სუბარი;
- ეკა სეფაშვილი;
- ვიქტორ ჯაფარიძე;
- ირაკლი (დაჩი) ბერაია;
- ზაალ მიქელაძე;
- დიმიტრი ხუნდაძე;
- მიხეილ ყაველაშვილი;
- ავთანდილ ენუქიძე;
- ფრიდონ ინჯია;
- გივი ჭიჭინაძე.
