ცოფის შემთხვევები გამოვლინდა კახეთში
ძაღლებში ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო კარანტინი გამოცხადდა კახეთის მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის ცენტრში. მოკვდა 10-ზე მეტი ინფიცირებული ძაღლი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ცოფის პირველივე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მელაანსა და ჩალაუბანში 800-მდე შინაური ცხოველი აცრეს - ძაღლებისა და კატების დიდი ნაწილი, უმეტესობა. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მათი საცხოვრებელი სივრცეები .
„ჩვენი სპეციალისტები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან და თუ მდგომარეობა სტაბილური იყო და ახალი შემთხვევები აღარ გამოვლინდება, კარანტინის რეჟიმი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება“, - ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 26 აგვისტოს მონაცემებით, პროფილაქტიკის მიზნით, ცოფით დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფ 21 ადამიანს უკეთდება ანტირაბიული ვაქცინა. მედიკოსების ინფორმაციით, ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
