საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“. დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ინგრედიენტები:
აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. როგორც მილერმა თქვა, ამ კანონით „წარმოუდგენლად შეშფოთებული“ არიან:
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
როგორც ჩერჩილმა ირონიულად თქვა თავის დროზე - ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას , - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონის“ მიღების გამო აშშ-დან მოსალოდნელ სანქცირებაზე საუბარს იწოდებს „შანტაჟსა“ და „მუქარის პოლიტიკას“. ფეისბუკში მისი სახელით გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება“.
„ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!.. საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას!“ - წერია მდინარაძის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.
ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აღნიშნავს.
27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს.
