მთავრობა ოთხ ელჩს თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს მთავრობამ დღეს, 26 აგვისტოს რამდენიმე ელჩის გათავისუფლების განკარგულება გამოსცა.
უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებენ: ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატოსთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში წარმომადგენლები.
- პირველი ოქტომბრიდან თანამდებობას დატოვებს ალექსანდრე მაისურაძე. ის ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი იყო;
- ამავე დღიდან რევაზ ლომინაძე აღარ იქნება შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
- ვიქტორ დოლიძეს ნატოში წარმომადგენლის უფლებამოსილება 21 სექტემბერს ამოეწურება;
- 15 ოქტომბრიდან თანამდებობას დატოვებს სოფიო ქაცარავა, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. ის იყო ქვეყნის წარმოამდგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაშიც.
ერთ დღეს ოთხი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობაში მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების უფლებამოსილების ვადის ამოწურვით ხსნის.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
