მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი და უმწვავესი სამართლებრივი დასკვნა „ქართული ოცნების“ „რუსულ კანონთან“დაკავშირებით - ეს დასკვნა აჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე სრულად შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან. არ არსებობს არანაირი გამართლება ამ კანონისა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან მოიყვანს შესაბამისობაში,- ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ვერ გარისკა, - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მთავრობა თბილისიდან და ქუთაისიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობით ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, თვითმფრინავის ბილეთების სუბსიდირებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საუბარია 3000 ბილეთზე.
დღეს, 20 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცემენ პრეზიდენტის ვეტოს (მოტივირებულ შენიშვნებს) „აგენტების შესახებ“ კანონზე. „ტექნიკურად, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი არის ეს პროექტი [პრეზიდენტის ვეტო]“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ კომიტეტში განხილვის შემდეგ, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მომავალი კვირის განმავლობაში გაიტანენ.
ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ჩვენ არ ვართ კოლონია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-სთან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს.
