დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის ტარიფების დაწესება შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ზომები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს და მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს ესაუბრა.
„კანადა დათანხმდა, რომ ჩვენ გვქონდეს უსაფრთხო ჩრდილოეთ საზღვარი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თავდაპირველი შედეგით და შაბათს გამოცხადებული ტარიფები 30 დღით შეჩერდება, რათა დავინახოთ, შესაძლებელია თუ არა კანადასთან საბოლოო ეკონომიკური შეთანხმების სტრუქტურირება“, - წერს ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რაც შეეხება მექსიკას, ქვეყნის მთავრობამ, ტარიფების შეჩერების სანაცვლოდ, პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდა შეაჩეროს და უსაბუთო მიგრანტების ნაკადი გააკონტროლოს.
კანადისა და მექსიკისგან განსხვავებით, შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით არ მომხდარა ჩინეთთან და შესაბამისად, 10%-იანი ტარიფის ძალაში შესვლა ადგილობრივი დროით 12:01 საათზე, (თბილისის დროით სამშაბათი, 09:01 საათი) იგეგმება. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინა ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მიმდინარე კვირაში სატელეფონო საუბარი შედგება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში ასევე სამშაბათს უნდა შესულიყო.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
