"ყველას გვიყვარს ევროპა, მაგრამ ევროკავშირი აბსოლუტურად სასტიკია ვაჭრობასთან დაკავშირებით"- დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ვაჭრობის მინისტრობის კანდიდატს, ჰოვარდ ლუტნიკს და უმაღლეს სავაჭრო წარმომადგენელს, ჯემისონ გრირს ავალებს, ზედამხედველობა გაუწიონ თითოეულ ქვეყანასთან აშშ-ის სავაჭრო კავშირების ანალიზს და წარადგინონ კონკრეტული ზომები ამერიკული კომპანიების მიმართ დისკრიმინაციის აღმოჩენის შემთხვევაში.
„სამართლიანობის მიზნით გადავწყვიტე, რომ საპასუხო ტარიფები დავაწესო. რაც ნიშნავს, რომ რასაც სხვა ქვეყნები უწესებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმავეს დავაკისრებთ ჩვენც. თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი გვაკისრებენ გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ ვაკისრებთ მათ, მაგრამ ეს დრო დამთავრდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს "ძალიან აუტანელი" სავაჭრო პოლიტიკა აქვს და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბრიუსელის გადაწყვეტილებები ამერიკული კომპანიების : Google-ის, Apple-სა და Facebook-ის დაჯარიმების შესახებ.
”ჩვენ ყველას გვიყვარს ევროპა, გვიყვარს ევროპის ქვეყნები, მაგრამ ევროკავშირი აბსოლუტურად სასტიკია ვაჭრობასთან დაკავშირებით. ევროკავშირი ძალიან აუტანელია და სათანადოდ არ გვექცევიან“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყნებს შეეძლოთ თავიდან აიცილონ ახალი გადასახადები წარმოების შეერთებულ შტატებში გადატანით. „თუ აქ ააშენებთ, არანაირი ტარიფი არ გექნებათ“, - დასძინა მან.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
