December 21, 2025

თებერვალი 10 2025

,,გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის, ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს”, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.


თებერვალი 10 2025

,,უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული… ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით… მხოლოდ სიმდაბლეა ის თვისება, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს და ხსნის ჩვენში სიყვარულს ღვთისადმი, სიყვარულს ადამიანისადმი”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.


თებერვალი 10 2025

,,ახლა, ბრიფინგის დროს, ვსაუბრობთ ბრიტანულ სტანდარტზე და იქვე იტყუებით. მოსახლეობა დეზინფორმაციისგან უნდა დავიცვათ – ბრიტანული სტანდარტი ითვლება რომ არის კარგი და ჩვენც ზუსტად ამ სტანდარტის გადმოღებას ვაპირებთ”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც თქვა, რომ მედიის არაერთი წარმომადგენელი გააძევეს პარლამენტიდან იმის გამო, რომ დეპუტატს არასასურველი კითხვა დაუსვა.


თებერვალი 10 2025

,,ამ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, რომ დაერღვიათ კანონი და ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, გულის ტკივილით აღვნიშნავ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.


თებერვალი 10 2025

,,მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.


თებერვალი 10 2025

9 თებერვალს კოსოვოს რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია "თვითგამორკვევამ", მაგრამ საბოლოო შედეგების თანახმად, მას კოალიციის შექმნა მოუწევს, მიუხედავად წინასაარჩევნო განცხადებისა, რომ არავისთან შეკრავდა მას.


თებერვალი 10 2025

მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ! - მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს განაცხადა.


თებერვალი 10 2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები პროგრესს აღწევს, - Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


თებერვალი 07 2025

არ ეგონათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს. ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.


თებერვალი 07 2025

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, თუკი იქნება გაგება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დასრულების შესახებ.


გვერდი 242 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.