კოლუმბიაში ესროლეს პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
კოლუმბიაში პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრის, 39 წლის სენატორ მიგელ ურიბეს შესახებ თავდასხმაზე ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მას ბოგოტაში, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს. მისი პარტიის წევრების მონათხრობით, ის შეხვედრაზე მისულ ადამიანებს ელაპარაკებოდა, როცა ზურგიდან ესროლეს ტყვია. კლინიკაში ის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.
„მიგელი სიცოცხლისთვის იბრძვის“, - დაწერა მისმა მეუღლემ, სენატორის X ანგარიშზე და კოლუმბიელებს მისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
პოლიციამ უკვე დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი. გამოძიება ეძებს სხვა თანამონაწილეების კვალსაც.
სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატზე თავდასხმა უკვე დაგმო კოლუმბიის მოქმედმა პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, ასევე გააუქმა საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტი და ამავდროულად სამართალდამცავებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა;
მან X-ზე დაწერა, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც დამნაშავეების დაკავებაში დაეხმარება პოლიციას, 3 მილიარდ კოლუმბიურ პესოს (730 000 აშშ დოლარი) შესთავაზებდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
