მერაბ დვალიშვილი UFC-ის ტიტულის დაცვის შემდეგ ტრამპს გაესაუბრა
მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო'მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი.
8 ივნისს ნიუარკში (ნიუ-ჯერსი, აშშ) გამართულ შეჯიბრს ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა: ის მიუახლოვდა რვაკუთხედთან მდგომ აშშ-ის პრეზიდენტს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი ჩამოართვა და ფოტო გადაიღო.
"რა კარგი მომენტია - ბატონი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღევანდელ ბრძოლას ესწრება.
ყველა მიყვარხართ, დიდი მადლობა!
პირველ რიგში, დანა უაითს!
დიდი მადლობა მადლობა ამ კომპანიის შექმნისთვის.
საუკეთესო საქმეს ვაკეთებ მთელს მსოფლიოში.
ვვარჯიშობ, ჯანსაღად ვიკვებები და საუკეთესო ვარ, მსოფლიოს ჩემპიონი ვარ.
არაფრიდან მოვდივარ - ძალიან მადლიერი ვარ, რომ ბევრი ახალი თაობის წარმომადგენლისთვის ინსპირაცია ვარ, რომ ვაჩვენებ მათ ჩემს მაგალითს.
არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ იქამდე, სანამ იცი, სადაც მიდიხარ და გაქვს შენი მიზანი.
მეგობრებო, გთხოვთ - გჯეროდეთ თქვენი ოცნებების, მიყევით, იმუშავეთ მათზე და ყველაფერი შესაძლებელი გახდება.
მე თუ შევძელი, თქვენც შეძლებთ" - თქვა დვალიშვილმა სატიტულო ქამრის დაცვის შემდეგ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
