December 20, 2025

მაისი 30 2025

“მელია როდესაც პატრულმა გარკვეული წესის დარღვევის გამო გააჩერა, შეურაცხყოფაზე გადასულა, სწორედ ამიტომ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და არა გირაოს გამო, “- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.


მაისი 30 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო, ამავე საქმეზე ბრალდებულ ანი ქავთარაძეს 5000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.


მაისი 30 2025
ინგრედიენტები:

 

 
450   გრამი სამფერიანი მაკარონი
 
 
12  ჭიქა დაჭრილი სტაფილო
 
 
2   ცალი დაჭრილი ნიახურის ღერო
 
 
12  ჭიქა მწვანე ბულგარული
 
 
12  ჭიქა წითელი ბულგარული
 
 
12  ჭიქა ყვითელი ბულგარული
 
 
550   გრამი პატარა პომიდორი
 
 
12  ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
 
 
450   გრამი იტალიური სალათის საკმაზი
 
 
12  ჭიქა გახეხილი პარმეზანი
 
 
მომზადების წესი:
 

დიდ ქვაბში მოხარშეთ მაკარონი. გაავლეთ ცივი წყლის ქვეშ და გადაწურეთ.

 
 

დიდ თასში აურიეთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური, წიწაკები, შუაზე გაჭრილი პომიდორი და მწვანე ხახვი. დაუმატეთ გაგრილებული მაკარონი და კარგად აურიეთ. მოასხით იტალიური სალათის საკმაზი და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. კარგად ამოურიეთ და მირთმევამდე გააგრილეთ.

 

წყარო: kulinaria.ge 


მაისი 30 2025

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპლოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის და ოდესის ოლქებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, არიან დაშავებულები.


მაისი 30 2025

წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


მაისი 30 2025

სტამბოლში 2 ივნისს გასამართ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.


მაისი 30 2025

“30 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, ასევე სამართლებრივი საკითხების მოსაწესრიგებლად,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლარის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მაისი 30 2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა.



მაისი 29 2025

ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


გვერდი 198 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.