“თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე
„ისე, კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ იღებენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტავ? პრეზიდენტი ნიშნავს,“- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
„ისე, კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ იღებენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტა? პრეზიდენტი ნიშნავს. თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის? მის მიერ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები მაშინ როგორ არის ლეგიტიმური და როგორ იღებენ მონაწილეობას? ვის ატყუებენ. არეულები არიან. თარგმანში დაკარგულები კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან რადიკალები”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, „ ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
