“დემოკრატია მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა პრინციპებთან თანხვედრა სიტყვით კი არა, საქმით მტკიცდება” - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია "ლელოს" არჩევნებში მონაწილეობას ეხმაურება:
“გასაგებია, რომ ღირებულებებზე საუბარი ყველას არ უჭრის მარტივად მით უმეტეს მაშინ, როცა გადაწყვეტილებები ლირიკით კი არა, პრინციპებით და პასუხისმგებლობით უნდა იზომებოდეს. თუმცა როცა თვითონვე არღვევთ საკუთარ სიტყვას და პრინციპს, გაუჭირდება საზოგადოებას თქვენი ნდობა, მით უფრო, როცა წარსულის პოლიტიკური განცხადებებით საკუთარი პოზიციის დელეგიტიმაციას ახდენთ.
დღეს ქუთაისში კვლავ იგრძნობა მოლოდინი მორიგი პოლიტიკოსის, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდება ხალხზე ზრუნვის რიტორიკით.
მაგრამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ რიტორიკა აღარ კმარა. დემოკრატია მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა პრინციპებთან თანხვედრა სიტყვით კი არა, საქმით მტკიცდება.
სამწუხაროდ, სწორედ ამ საკვანძო წერტილში ხდება თანმიმდევრულობის დაკარგვა და იქ, სადაც პოლიტიკა ემთხვევა საკუთარ წარსულს და საზოგადოებას ვერ სთავაზობს ახალ და სამართლიან ხედვას, მარცხიც გარდაუვალია არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში” - აცხადებს ირაკლი შენგელია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
