რეგიონული განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი – რეგიონული განვითარების სამინისტრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
,,ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო… როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს… ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე… ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა”, – ამის შესახებ კინომცოდნე გოგი გვახარია, სოციალურ ქსელში წერს.
ისრაელ-ირანის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა, ამიტომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შეუძლია ურთიერთობების განვითარება ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანასთან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა არის მთავარი თემა დღეს , რომელიც მმართველ გუნდს აღელვებს,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
უკრაინის ფრონტისპირა რაიონებში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაჭრის ძირითადი მიზეზი ახლო მანძილზე მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმაა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დააკავეს.
თარგამაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თავად მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
ვერძი
,,მხნედ ვარ, ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. განსაცდელებმა, უნდა მოგვმატოს თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი”,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა, დაკორექტირდა.
