“არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას” - „კოალიცია ცვლილებისთვის“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მსჯავრდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას ეხმაურება.
მათივე ცნობით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ არცერთ ეტაპზე არ აპირებს „რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას“.
„ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.
დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია.
ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით.
ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე. ბოლომდე!“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სთავაზობს ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართონ განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტურონ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის თქმით, დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
