ივნისი 13 2025

საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.


ივნისი 13 2025

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაყერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.



ივნისი 12 2025

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გზის გადაკეტვის" გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს.


ივნისი 12 2025

,,მე მგონი, ბრიტანეთის საელჩო გუშინ ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ ეს ჩაქუჩი, საბოლოო ჯამში, თითზე დაირტყა, ვინაიდან საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


ივნისი 12 2025

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას არის ის, რომ მათ არ ჰყავთ არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, არცერთი ასეთი პოლიტიკოსი არ არის ოპოზიციაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ, ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


ივნისი 12 2025

საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა; ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ივნისი 12 2025
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა.
ახალი მოადგილე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.

ივნისი 12 2025

გუშინ ჩვენ, პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალური მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბუდაპეშტში, ჟურნალისტებს განუცხადა.


ივნისი 12 2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.


გვერდი 189 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.