მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს
მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ამერიკული ტელევიზია ESPN-ის მიერ ყოველი წლის ივლისში გაიცემა.
ESPY-ს ჯილდო სხვადასხვა სპორტში გამორჩეულ სპორტსმენებს გადაეცემათ. დაჯილდოების ცერემონიისთვის ივლისი მიზანმიმართულად არის შერჩეული, რადგან ეს დრო უმეტესად სპორტულ სეზონებს შორის შესვენებას ემთხვევა. წელს სპორტულ შედეგებს 2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით გაითვალისწინებენ. სწორედ ამიტომ, ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ილია თოფურია, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო, ოქტომბერში მაქს ჰოლოუეისთან.
გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში მონაწილეობენ როგორც გულშემატკივრები, ისე ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფი ცალკეულ კატეგორიებში. წელს ESPY Awards-ის 17 ივლისს უნდა ჩატარდეს, თუმცა UFC-მ გამარჯვებული წინასწარ დაასახელა.
მერაბ დვალიშვილთან ერთად საუკეთესო მებრძოლის ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ ისლამ მახაჩევი, კაილა ჰარისონი და დრიკუს დუ პლესი.
ESPN-ის მოცემულ საანგარიშო პერიოდში მერაბ დვალიშვილმა სამი სატიტულო ბრძოლა მოიგო. 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის სძლია და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, 2025 წლის იანვარში ტიტული პირველად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა, ხოლო მეორედ – კვლავ შონ ‘ომალისთან 2025 წლის ივნისის დასაწყისში.
შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილს 20 გამარჯვება და ოთხი მარცხი უფიქსირდება. მან ზედიზედ 13 შეხვედრა მოიგო. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, ESPY-ს ჯილდოს მფლობელი გახდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
