ივლისი 25 2025

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7094 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა.


ივლისი 25 2025

ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.


ივლისი 25 2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


ივლისი 25 2025

ევროპაში, განსაკუთრებით საბერძნეთსა და კვიპროსში, გაჩენილმა ხანძრებმა მსხვერპლი და მასშტაბური ევაკუაცია გამოიწვია, ტყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები კი დაიწვა,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.


ივლისი 25 2025

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.


ივლისი 25 2025

,აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


ივლისი 25 2025

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების მიყიდვას. პაკეტის ღირებულება 180 მილიონი დოლარია.


ივლისი 25 2025

25 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ათამდე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდა. დროებით დახურეს რვა აეროპორტი.


ივლისი 25 2025

ვაპირებ, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილს გავუგზავნო, რადგან ეს არის მისი მმართველობის ანატომია, ეს არის ბოროტებების ნუსხა, ბევრი სიცრუე, რაც მან საზოგადოებას აკადრა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


ივლისი 25 2025

ნებისმიერი საბაბი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი არის საუკეთესო საწვავი, რომელსაც გარე ძალები უსხამენ ჩვენს ოპოზიციას იმისათვის, რომ როგორღაც ამომრჩეველი განარისხონ ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს როგორც წესი ხდება არჩევნების წინ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


გვერდი 137 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.