“ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია” - ირაკლი კობახიძე
ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიცია მუდმივად უშვებს შეცდომებს, თუმცა ეს არის არა მათი, არამედ მათი პატრონების შეცდომები.
„მათ რაღაც გათვალეს ისეთ რამეზე, რაც არ იყო რეალური, ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს იყო ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ირაციონალური გათვლა. შედეგად მიიღეს ის, რაც მიიღეს. ჩვენ დღეს გავეცანით კვლევის მორიგ შედეგებს და ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია. ასევე, თბილისში შეგვიძლია პირველივე ტურში თავისუფლად არჩევნების მოგება დღევანდელი მდგომარეობით. აქამდე მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია საკუთარმა პატრონებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
