ივლისი 26 2025

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.


ივლისი 26 2025

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები. ცერემონიის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.


ივლისი 26 2025

26 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დაწესდეს.


ივლისი 26 2025

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა.


ივლისი 26 2025

2022 წლის სექტემბერში მილიარდერმა ილონ მასკმა გასცა Starlink-ის კავშირგაბმულობის გათიშვის ბრძანება, უკრაინის მხრიდან წარმოებული კონტრშეტევის ადგილებში. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, წყაროებზე დაყრდნობით.


ივლისი 26 2025

25-26 ივლისს, ღამით რუსებმა უკრაინის ქალაქ დნეპრს (უკრაინულად დნიპრო) შეუტიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.


ივლისი 26 2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.  საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, ბიზნესოპერატორებთან დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



ივლისი 25 2025

„საიდან აქვს ხაბეიშვილს 200 ათასი დოლარი, თან რამდენიმე, ეს უცხოური შავი ფულია, რომელიც უნდათ, ძალადობრივ აქციებში, მოსყიდვებში და ათას უბედურებაში გამოიყენონ,“– ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გვერდი 136 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.