“დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა – ის მოწმედაც კი არ დაუბარებიათ” - ანა დოლიძე გახარიაზე
“დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა”, – ამის შესახებ ,პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, გიორგი გახარიას „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად მისცა შესაძლებლობა – დაეტოვებინა ქვეყანა.
„ჩემი აზრით, მან ის გაცვალა შემდეგში: მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველა ოპოზიციის ლიდერი მამაკაცი ციხეშია, მის გარდა, ბრემენელი მუსიკოსის გარდა. მას ჩააბარეს კომისიაზე გამოცხადების უწყება, თუმცა მისცეს დრო, რომ დაეტოვებინა ქვეყანა. ანუ, თუ მისი დაკავება უნდოდათ, მით უმეტეს, ჩორჩანას ინციდენტის გამო, საზღვარი რომ გადაკვეთა მაშინ რა ვერ გაიგეს ქვეყნიდან რომ გადიოდა?! არ არსებობს ეგეთი რამ, ის დაიბარეს კომისიაზე და შემდეგ ერთ კვირის ვადა მისცეს გამოცხადებამდე, რის განმავლობაშიც მან ქვეყანა დატოვა.
პარალელურად გემახსოვრებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ჩორჩანას ინციდენტზე, მაგრამ არაფერი გვსმენია, თუ როგორ გაგრძელდა ეს გამოძიება. ასე ათასობით შემოდებული საქმე გვინახავს, რატომ? – ის მოწმედაც კი არ დაუბარებიათ, რატომ არ დაუბარებიათ, იმიტომ რომ, ადამიანს მოწმედ რომ დაიბარებ და ის არ გამოცხადდება უცხოეთიდან, მერე უკვე ეს პასუხისმგებლობის საკითხია, მოწმედ დაბარება ასევე პასუხისმგებლობას და არ გამოცხადება პასუხისმგებლობას ნიშნავს, მოწმედაც კი არ დაიბარეს, არა თუ ბრალი წაუყენეს ჩორჩანაზე. უბრალოდ ანიშნეს, შენს თემაზე გამოძიება მიმდინარეობს და ეს არის პატარა ფანჯარა, რომლისთვისაც მას შეუძლია თავისუფლად ქვეყანა დატოვოს და იმ სიცხეში გავარვარებულ საკანში არ იჯდეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
