კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის მესამე ვადით კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა. 20 კანდიდატიდან 5 ქალია, 2 სპორტსმენი, 7 უკვე ყოფილა საკრებულოს დეპუტატი. 

 

"პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანები" - ასე დაახასიათა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები. 20 კაციანი სია, რომელიც მან დღეს ქართული ოცნების ოფისში წარადგინა, ასე გამოიყურება: 

 

  •  შალვა სუთიაშვილი - მორაგბე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი. კალაძემ წარდგენისას ხაზი გაუსვა იმას, რომ არის 4 შვილის მამა, რომელმაც საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო.
  •  თინათინ ნიბლოშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 
  • ბექა დავითულიანი - ყოფილი პარლამენტისა წევრი, საკრებულოს ყოფილი წევრი, განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე. 
  • გურამ ნიკოლაშვილი - ისტორიკოსი და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი; 
  • ნიკოლოზ კახეთელიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან;
  • ნინო ვარდოსანიძე - საკრებულოს წევრი 2021 წლიდან, აქვს საქართველოს პარლამენტში მუშაობის გამოცდილებაც; 
  • ავთანდილ ცინცაძე - მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, საკრებულოს წევრი 2021 წლიდან.
  • კონსტანტინე ზარნაძე - თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გლდანიდან.
  • ბექა ოდიშარია - ყოფილი პარლამენტარი;
  • ოთარ ჩრდილელი - ყოფილი პარლამენტარი. 
  • გიორგი ხუროძე - ფინანსისტი; 
  • კახა ბერაძე - ეკონომისტი; 
  • ლევან არველაძე - საკრებულოს დეპუტატი
  • ლევან აბაშიძე - განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის უფროსი, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი. 
  •  ალექსანდრე მუკათარიძე - ქართული ოცნების ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღანელი. 
  • ნოდარ ბოკერია - საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში. 
  • მარიამ გრიგოლიშვილი - პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის აპარატის თანამშრომელი. 
  • ლუკა ძაძამია - სამართალმცოდნე. 
  • ქეთევან ჭავჭანიძე - ჟურნალისტი, პოეტი, ლექსების კრებულის ავტორი, ჩუღურეთის რაიონში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.
  • ლალი კოლომიკოვი - ფილოლოგი, საჯარო მმართველობის მაგისტრი; 

 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

წაკითხვა 257 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 01 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.