ივლისი 29 2025

კრემლმა განაცხადა, რომ მან „გაითვალისწინა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულების ვადას შეამცირებდა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.


ივლისი 29 2025

საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ივლისი 29 2025

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7070 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0005 ლარი შეადგინა.


ივლისი 29 2025

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება ლევან ხაბეიშვილის მიმართვას, “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის “სალაპარაკო ადამიანს მოძებნის, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი და აღნიშნავს, რომ „ხაბე, რომ 5000 ლარიანი აგენტია წყალი არ გაუვა, ხოლო ვისი აგენტიც ხაბეა არის მოღალატე არამხოლოდ ოცნების, არამედ ქვეყნისაც.“


ივლისი 29 2025

„ალეკო ელისაშვილმა თავი გამოიჩინა იმით, რომ შეუძლია მუშტი-კრივი გამართოს, ან აკრობატული ნომრები შეასრულოს. პოლიტიკურ აკრობატიკაშიც საკმაოდ გამოჩენილია, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.


ივლისი 29 2025

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ივლისი 29 2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.


ივლისი 29 2025

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2025 წლის ზაფხულში გაჩენილ ტყის ხანძრებთან კავშირში მყოფი 40-მდე პირი დააკავეს.


ივლისი 29 2025

აშშ-ში, მანჰეტენზე, შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთი ოფისის შენობაში ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. თავდამსხმელმა ასევე, დაჭრა ერთი მოქალაქე და თავი მოიკლა.


ივლისი 29 2025

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას.


გვერდი 133 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.