“საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” - თეა წულუკიანი
“პირველი თემა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიას საკვლევად განუსაზღვრა, გახლდათ ძალადობა – ძალადობა, ეს სიმბოლო “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის 9-წლიანი მმართველობისა, რომელიც ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ ორ ნაწილად დაყო და პირველ რიგში, ყურადღება მიაქცია და იკვლია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი,” – ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ შსს-სა და სასჯელაღსრულების სისტემაში, დაკავებულების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური და სისტემატური, რასაც ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს.
“კომისიამ, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასებისა და გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში, დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა მიმართ, წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური. ეს ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშიც არის ნათქვამი. დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ, კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა. თითოეული მონაწილის, თითოეული ორგანიზატორის გვარი, სახელი არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
