“მას არ აქვს იმის სიმამაცე, რა სიმამაცეც გამოავლინა თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა” - ბარამიძე გახარიაზე
“გიორგი გახარიამ ჩამოიხსნა ნიღაბი, ის თავის დროზე დასცინოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, აბა, თუ შეძლებს, ჩამოვიდესო. ახლა თვითონ მხდალი გაიპარა და იმალება ბერლინში”, – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ გახარია არ არის პატრიოტი პოლიტიკური ლიდერი.
“მას არ აქვს იმის სიმამაცე, რა სიმამაცეც გამოავლინა თავის დროზე პირველად პრეზიდენტმა სააკაშვილმა და, მიუხედავად იმისა, რომ ბინადრობის უფლება კი არა, უკრაინაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე იმყოფებოდა, ძალიან დაფასებული, ეხმარებოდა რა უკრაინას რეფორმების განხორციელებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და იყო ცივილიზებული სამყაროს ბოროტებასთან ბრძოლის წინა ხაზზე, მაინც ჩამოვიდა საქართველოში, იმ მძიმე გზით, რასაც მასხარად იგდებენ ეს მოღალატეთა რეჟიმის წარმომადგენლები და რუსი პროპაგანდისტები”, – თქვა ბარამიძემ.
სიახლეები
- ლენინგრადის ოლქში ერთ ღამეში ხანძარი გაჩანდა ნავთობის ქარხანაში და ორი მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან
- “ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერება არც გვიცდია” - პროკურატურა
- 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
- პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა