ივლისი 31 2025

ადმინისტრაციას, ამ შემთხვევაში, ჰქონდა და აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნება მათი შეფასებები და ასე უაპელაციოდ, ხმამაღლა გაკეთებული შეფასება, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.


ივლისი 31 2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ცდილობს პატივისცემით მოეპყროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა მან ომთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო.


ივლისი 31 2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ბრაზილიიდან შემოტანილ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დაწესდა.


ივლისი 31 2025

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.



ივლისი 30 2025

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის დაკავების ფაქტს.


ივლისი 30 2025

დღეს ყველა ორგანიზაცია და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, არ აღიარებს დემოკრატიას, უკლებლივ ყველა დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ივლისი 30 2025

„არსებობს კითხვები – რამდენად სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული შს მინისტრის, თუ შესაბამისი პირების მხრიდან 20 ივნისს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიება,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.


ივლისი 30 2025

რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას, რაც უნდა - „ლელოში“ გახარიასგან განსხვავებით, მთელი პოზიცია იყო ის, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ, რატომ შეცვალეს ეს პოზიცია, ამაზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.


ივლისი 30 2025

საქართველოში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები ვიხილეთ, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა და არეულობის წახალისება წარმოადგენდა - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


გვერდი 131 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.